„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების: ონჭევის, ჟაშქვასა და სორგითის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები.
ასევე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა თუ რამდენად აუცილებელია ამომრჩევლის ჩართულობა საარჩევნო პროცესში.