„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ქობულეთში გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ხუცუბნის თემში თეთროსანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
„ინდივიდუალური შეხვედრებით პირადად ვეცნობი თითოეულ ამომრჩეველს და ვისმენ მათ საჭიროებებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათი ინტერესებისა და ინიციატივების გათვალისწინება. მადლობა ყველას გულთბილი დახვედრისთვის,“- განაცხადა გია ჭყონიამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცოტნე ანანიძე, ქობულეთის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა