„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კიკვიძისა და ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას გოჩა ენუქიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დელეგატმა უპასუხა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს და მათ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე, რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე , შტაბის უფროსი, მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე, ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ