„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დასრულდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება მმართველმა პარტიამ თბილისში გამართა, მანამდე, მათ რეგიონებში ჰქონდათ გასვლითი ღონისძიებები.
დღევანდელი ღონისძიება თბილისის მერმა, მ გახსნა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ასევე მიმართეს: პრემიერ-მინისტრმა მ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მ და „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე, დღევანდელი ღონისძიების დასასრულს შეკრებილებს სიტყვით მიმართა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ს შვილმა, ბერა ივანიშვილმა.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. -ს ინფორმაციით, მოძრაობა 23:00 საათზე აღდგება.