„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პარტიის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ჩანს, რომ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების” პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და გვარამია/მელიას პარტიის მიმართ რეაგირებისკენ მოუწოდებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
„ყურადღებით დავაკვირდებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს ვიდეოკადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ქართული ოცნების სააგიტაციო მასალის განადგურებას პარტია “ახალის” წევრები აორგანიზებენ და ახორციელებენ. მოვითხოვთ, რომ მკაცრო რეაგირება ჰქონდეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებიან”, – განმარტავენ მმართველ პარტიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას