“ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები მოსამართლეთა სანქცირების, „ვეტინგის“და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ

“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” ოფისში დეპუტატები 21:00 საათიდან შეიკრიბნენ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ საპარლამენტო უმრავლესობის შეკრების მიზეზი მოსამართლეთა სანქცირების, მმართველი გუნდის მიმართ „ვეტინგის“ მოთხოვნისა და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები გახდა.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა, მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხს განიხილავენ, რაზეც საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.
“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი. ჩვენი საზოგადოება იქნება პირველი, ვინც გაიგებს სიახლეების და გადაწყვეტილებების შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი”, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდში სხდომის შესხებ განცხადება ხვალ გაკეთდება.
შეგახსენებთ, უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გუშინ, 1-ელ აპრილს ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”