„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, შეხვედრები წრომისა და ინანიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.
„ირაკლი ხელაძე ასევე საყვირის ქუჩა N2-ში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო და პარტიის სამომავლო გეგმებზე ცოტნე დადიანის ქუჩა N71 კორპუსის მოსახლეობას ესაუბრა.
ადგილობრივებთან შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ესწრებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება