„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი სანზონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრები სანზონის დასახლებაში გამართა. დელეგატი N8, 9, 19, 20, 21 და N25 კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს გუნდის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ასევე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში გადადის. მოქალაქეებთან ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ. ძირითადი სასაუბრო თემა ის გამოწვევები და საფრთხეებია, რაც ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ასევე, ვსაუბრობთ იმ პრობლემების მოგვარების გზებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი თენგიზ შარმანაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო