„ქართული ოცნების მთავრობა არალეგიტიმურია“ – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია მორიგ განცხადებას აქვეყნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არალეგიტიმურია.
„საკმაო მტკიცებულებებია, რომ ოცნებამ მოახდინა არჩევნების შედეგების მანიპულირება ხელისუფლების შესანარჩუნებლად. კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ოპოზიციის სრული ბოიკოტისა და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, ოცნებამ ახალი მთავრობა დანიშნა. შესაბამისად, ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია.
მოვუწოდებთ -ის ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭეროს ქართველ ხალხს დემოკრატიისადა თავისუფლების აღდგენაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების დასასჯელად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა