„ქართული ოცნების“ მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრიც იცვლება – პოსტს რეზი სოხაძე დაიკავებს

„ქართული ოცნების“ მთავრობაში მორიგი ცვლილებაა – ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე თანამდებობას ტოვებს და მას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რეზი სოხაძე ანაცვლებს.
ეს ინფორმაცია ქარსელაძესთან და სოხაძესთან ერთად 24 აპრილს 17:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ.
რეზი სოხაძე ამ დრომდე სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ამავე დროს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოსტის დატოვებაზე გადაწყვეტილება თავად ირაკლი ქარსელაძემ მიიღო: „შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ“, – განაცხადა მ.
ირაკლი ქარსელაძე 2021 წლიდან იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას. 2025 წლის აპრილში ეს სამინისტრო გაყვეს და ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრად გააგრძელა მუშაობა.
რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატად კობახიძემ თავდაპირველად, 2 აპრილს, დაასახელა გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც მანამდე სუს-ის უფროსის პოსტს იკავებდა. თუმცა 4 აპრილს გაირკვა, რომ შეუთანხმებლობის გამო ლილუაშვილი ამ პოსტს აღარ დაიკავებდა.
სამთავრობო ცვლილებები
· გრიგოლ ლილუაშვილმა ვადაზე ადრე დატოვა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა;
· მისთვის „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაყო და რეგიონული მინისტრის პოსტზე წარადგინა;
· ლილუაშვილი თანამდებობაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა;
· წარდგენიდან ორ დღეში ლილუაშვილი და „ქართული ოცნება“ ვერ შეთანხმდნენ, როგორც კობახიძე ამბობს „მოადგილეების საკითხზე”. გადაწყდა, რომ ის მინისტრი აღარ იქნება.
· რეგიონულ სამინისტროს თბილისის მერის მოადგილე, კახა გულედანი უხელმძღვანელებს.
· შეიცვალა აჭარის მთავრობის მეთაურიც – თორნიკე რიჟვაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.
გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე სამშენებლო სფეროში იყო.
2014-2016 წლებში იყო შპს „ოლდ სიტი დეველოპმენტის“, გენერალური დირექტორი. იქამდე ერთი წელი შპს „ბურჯის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კომპანია „ოლდ სითი დეველოპენტი” ს „პანორამა თბილისის” პროექტზე მუშაობდა.
ეს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის ხელმძღვანელიც ლილუაშვილის გენერალური დირექტორობისას სწორედ ირაკლი ქარსელაძე იყო.
ინფორმაცია განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს