„ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელი „ლელოს“ იმ 59 წევრზე არ გავრცელდება, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის ს შედეგების მიხედვით, საკრებულოს წევრი გახდა

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელი პარტია „ლელოს“ 59 წევრზე არ გავრცელდება, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ს შედეგების მიხედვით, საკრებულოს წევრები გახდნენ.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებით, პატივს სცემს ამომრჩევლის ნებას.
„ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით გვსურს პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებული საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატი. ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ