„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა – უცხო ქვეყნის მიერ საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის მედია პლატფორმა განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „27 ივლისს დანიის მთავრობის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD), პარტიების მონაწილეობით, წალენჯიხაში ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალი” მოაწყო, სადაც პარტიები მოქალაქეებს თავის საარჩევნო პროგრამას აცნობდნენ“.
„სინადვილეში, ეს არის უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო პარტიული აგიტაციის წარმოება და სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია.
აღსანიშნავია, რომ ამ ენჯეოს 9 წევრიდან 3-მა დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ, ასევე ირინე კურტანიძემ და თამარ ჯოლოხავამ – ოფიციალურად განაცხადეს, რომ პოლიტიკაში არიან და ს შეუერთდნენ. პარტიულ აგიტაციასთან ერთად, ამ ღონისძიების ფორმატი და გრაფიკი, აჩენს ეჭვებს, რომ ეს გრანტი გამოიყო იმ მიზნით, რომ ენჯეოს ამ თანამშრომლებს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა დაეფინანსებინათ.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ღონისძიება სრულად ფინანსდება „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” (DIPD) მიერ დანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით. უცხო ქვეყნის მიერ საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაა“, – ნათქვამია განცხადებაში