„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.ირაკლი კობახიძემ ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ