“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას
ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენთან, მერიაში შემოსულიყოს და რაიმეზე უარი გვეთქვას, ყველაფერში ხელს ვუწყობთ. მჯერა, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამომიცხადებს ნდობას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რვა წლის წინ, როდესაც მერის თანამდებობაზე აირჩიეს, მუნიციპალიტეტს ფაქტობრივად არ ჰქონდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ახლა კი, თითქმის ყველა სოფელში მიყვანილია გზა ცენტრამდე და ახლო მომავალში საუბნო გზების რეაბილიტაციაც დასრულდება.
“განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საგზაო ინფრასტრუქტურას, რომელიც, ფაქტობრივად, დანგრეული იყო და საერთოდ არ არსებობდა რაიონში. ამ რვა წლის განმავლობაში, დაახლოებით 250 კმ. საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო შიდა მუნიციპალურ გზებში. თითქმის ყველა სოფელში მიყვანილია გზა ცენტრამდე და არა მარტო ცენტრამდე – უკვე საუბნო გზებიც კი დამთავრდება მოკლე ხანში. ჩვენი ბიუჯეტის შედგენის დროს, უკვე წლებია, ყოველწლიურად იმატებს მოსახლეობის სოციალური კუთხით დახმარება, მიმდინარე წელს 19 პროექტი გვაქვს.” – აღნიშნა გოგორიშვილმა.
ვანის მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს, მის მთავარ პროექტად გივი ყიფიანის სახეობის ტყე-პარკის სრული აღდგენა და რეაბილიტაცია მიაჩნია, რაც ტურისტულ პოტენციალს გაზრდის. ტყე-პარკის ტერიტორიაზე აღდგენილ ისტორიულ ციხესიმაგრეზე კი, გოგორიშვილი აცხადებს: ” როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, ეს იყო სათვალთვალო კოშკი, რომლის მხოლოდ ნანგრევები იყო დარჩენილი. მთლიანად აღვადგინეთ და ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.”
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაიწყება საკანალიზაციო და წყლის სისტემის სამუშაოები, რაც ვანის მუნიციპალიტეტისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება.
“მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს დაიწყოს საკანალიზაციო და წყლის სისტემის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულებისაა. ეს არის მნიშვნელოვანი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არის ისტორიული ფაქტი, რადგან ვანს არასდროს ჰქონია საკანალიზაციო სისტემა და 24-საათიანი წყლის გრაფიკი. უკვე 2026 წლის ბოლოს, ეს სამუშაოებიც დასრულდება.” – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს