„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ატენის N16-ის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ზუკა რურუა გაეცნო უბნის მოსახლეობას, მან აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე გააკეთა.
„მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, შეაფასეს პოლიტიკური ვითარება, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.