„ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატმა გოჩა ენუქიძემ, შეხვედრები ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის, ხოფურისა და ხელედის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გამართა.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე. გოჩა ენუქიძემ მოისმინა მოქალაქეთა პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით