“ქართული ოცნების“ გარდა, არ არსებობს ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე – ბიძინა ივანიშვილი

“ქართულმა ოცნებამ” წინა საარჩევნოდან ბათუმში გამართა შეხვედრა, სადაც სიტყვით გამოვიდა.

“მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად, მშვიდობითა და კეთილდღეობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამის საპირისპიროდ, ქვეყნის გარედან, ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს, ნგრევასა და განადგურებას ნიშნავს.

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის.

ღრმად მწამს, რომ სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ამ ულამაზესი კუთხის შვილები მტკიცედ დადგებით საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის სადარაჯოზე!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და თავისუფალ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.“ – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარია მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები