„ქართული ოცნების“ სა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, ინასარიძის და შარაშიძის ქუჩების, ასევე, გონიოს მეურნეობის ბინების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.
„დელეგატობის კანდიდატად დასახელების დღიდან ჩემი ბათუმელებისგან ვგრძნობ თანადგომას, რაც მაძლევს უდიდეს ძალას ვაკეთო მეტი სასიკეთო საქმე ჩემი ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ბათუმის დელეგატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში რამაზ ჯინჭარაძე და ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს