„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისრაელის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს უმასპინძლეს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
„პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ ოქროპირიძემ, ]
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ისრაელის მმართველი პარტიის ,,ლიკუდი” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ერთობლივი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს”, ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ