,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ,,ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა

,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ,,ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ,,ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა.
გიორგი ჩაკვეტაძეს ,,ახალი აზერბაიჯანის” ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარემ, ბახთიარ ისლამოვმა, ორგანიზაციის წევრებთან ერთად უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და ,,ახალი აზერბაიჯანის” ახალგაზრდულ კავშირს შორის ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები განიხილეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ აზერბაიჯანულ მხარეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სტრუქტურა, საქმიანობის სფეროები და სამომავლო გეგმები გააცნო და თბილისში მოიწვია.
ბახთიარ ისლამოვმა თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას