„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას და ადგილობრივ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ცეცხლაძე ღირსეულად უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მყარი საყრდენი გახდება.
ირაკლი ცეცხლაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს, მათ შორის იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. 2025 წლის მაისიდან დღემდე კი ასრულებს ქობულეთის მერის მოვალეობას.
სულხან თამაზაშვილთან ერთად ქობულეთის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და პარტია ,,ქართული ოცნების” ქობულეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გელა გოგიტიძემ წარუდგინეს.
Next: ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, მოქმედებს კანონის და კონსტიტუციის მიხედვით და არა ვინმეს პოლიტიკური კუთვნილების გათვალისწინებით

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს