„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, ქედაში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, ქედაში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილის თქმით, მამუკა თურმანიძეს ექნება მისი უპირობო მხარდაჭერა და ერთობლივი ძალისხმევით ქედაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
„მამუკა თურმანიძე დაიბადა და გაიზარდა აჭარაში, ჩვენს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ის იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საუკეთესო მერი ქედელებისთვის. ჩემი მხარდაჭერით, გპირდებით, რომ ქედაში აუცილებლად ბევრი კარგი საქმე გაკეთდება“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მამუკა თურმანიძე წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა საჯარო სექტორში. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2024 წლიდან არის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
სულხან თამაზაშვილმა მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და პარტია ,,ქართული ოცნების“ ქედის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ამირან ცინცაძესთან ერთად წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს