„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ფაჩხისა და ყინჩაურის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა.
მათივე ცნობით, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.