„ქართული ოცნება“ – ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ადაპტაციურობის რეიტინგს აქვეყნებს. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგირებს მთავრობა ცვლილებებზე (მაგ., ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, სოციალურ და დემოგრაფიულ ტენდენციებზე, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ გამოწვევებზე)?“. გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 6 ადგილით დაწინაურდა, 11-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზე გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 32 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ირლანდია, ისლანდია, , ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, , პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, , ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.
ევროპის საუკეთესო სამეული ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, საქართველო და შვეიცარია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.