„ქართული ოცნება“ საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს – თაზო დათუნაშვილი

დღეს, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. საქმესთან დაკავშირებით ძლიერი საქართველო – ლელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართა.
„ქართულმა ოცნებამ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა და მათივე მართული დაკონტრაქტებული დამსმენის ვატო შაქარიშვილის დასმენის საფუძველზე შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ყველა ფინანსური ანგარიში დაუყადაღა.
დასმენა „ქართული ოცნების“ ხელში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი „მოდუს ოპერანდი“ გახდა.
ეს მოქმედება პირდაპირ შეგვიძლია განვიხილოთ ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნის პასუხად და მივიღოთ როგორც პოლიტიკური გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ შეუდგა, რაც პირდაპირ დაპირისპირებაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, საქართველოს ევროპულ გზასთან. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურად უდგება, რადგან “ქართული ოცნება“ ჩვენი პარტნიორების რჩევების აბსოლუტურ საწინააღმდეგოს აკეთებს. ამ ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს.
საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია გამოვფხიზლდეთ და იმ პროცესში ჩავერთოთ, რაც ნიშნავს „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, დიდი სახალხო მოძრაობით დამთავრებას. ამ გზაზე საეტაპო მოვლენაა 4 ოქტომბრის . 4 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაჩვენოთ, რომ ვატო შაქარიშვილი დასმენის, ბერიასა და სტალინის გზა საქართველოს მომავალი არ არის!
საქართველო ამ საზიზღარი პრაქტიკების გარეშე გადარჩება“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.