“ქართული ოცნება” საარჩევნო ბარიერის დაწევას არ აპირებს – უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციას ამომრჩევლის იმედი არ აქვს და 2024 წელს პარლამენტში მოხვედრას დაბალი ბარიერით ცდილობენ

“ქართული ოცნება” საარჩევნო ბარიერის დაწევას არ აპირებს – უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ამომრჩევლის იმედი არ აქვს და დაბალი ბარიერით ცდილობენ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მოხვედრას.
მამრთველი გუნდი ოპოზიციას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“ბარიერის დაწევაზე საუბარს არანაირი საფუძველი და ობიექტური მოცემულობა არ გააჩნია და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იქნება თუ კლუბი, ვინც ამ საკითხზე ჯერ კიდევ საუბრობს, ის ფაქტობრივად აღიარებს, რომ არანაირი იმედი არა აქვს იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მომდევნო არჩევნების პირობებში მოხდეს და ეს ბარიერის ამბავი კი არ არის, იმ უპასუხისმგებლო და ურეიტინგო საქმიანობის შედეგი იქნება, რომელსაც ეს პოლიტიკური კლუბები ეწევიან,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე