ქართული ოცნება ომის პარტიაა. ფაქტები: 1. თავისი ნებით დათმო იაფი მუშახელი და სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გადაიტანა. წარმოუდგენელი ამბავია, ბიჯეტიდან დამატებით ას მილიონ ლარზე მეტი დაჯდა ეს ოპერაცია. 2. საქართველოში გასაწვევი კონტიგენტი, ყოველწლიურად, ჯამში 200 ათასზე მეტია. თავდაცვის სამინისტროს კი მხოლოდ 4 ათასი ჭირდება წელიწადში. 3. მიუხედავად გასაწვევი კონტიგენტის სიჭარბისა, ოცნებამ გაართულა ჯარის გადავადების და თავის დახსნის შესაძლებლობები. 4. გაწვევის იაფიანი სამსახურის ნაცვლად, ოცნებამ შექმნა იძულებითი გაწვევის ახალი სამსახური თავდაცვის სამინისტროში. თუ ყველა ფაქტს შევაჯამებთ და დავსამთ შეკითხვას რისთვის იწუხებს თავს ოცნება, რატომ ხარჯავს ამხელა ენერგიას და სახსრებს ჯარში იძულებიტ წაყვანის ახალ ინსტრუმენტების, ადმინისტრაციის და მკაცრი ნორმატიული ბაზის შექმნაში, მივიღებთ ცალსახა პასუხს, ოცნება ემზადება რაღაც მოვლენისთვის, როდესაც მას დაჭირდება ათასობით ახალგაზრდის იძულებითი მობილიზაცია. ასეთი საჭიროება და ასეთი რეალობა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგება, საქართველო გახდება რუსეთის მოკავშირე ( უფრო ვასალი) და ჩაერთვება ომში რუსეთის მხარეს. პ.ს. ველოდები სხვა ვერსიებს. გადამარწმუნეთ.
