„ქართული ოცნება“ – ნაძალადევის რაიონის დელეგატი მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამჯერად, ადგილობრივებთან შეხვედრები გაიმართა ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე სკვერში, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩებზე. დელეგატი ასევე შეხვდა ქართლის, კნოლევისა და ქსოვრელის ქუჩის მცხოვრებლებს.
„ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ და ის ინფრასტრუქტურული საკითხები მოვისმინეთ, რაც მათ აწუხებთ. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის უზრუნველყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც საუკეთესო იარაღია მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?