„ქართული ოცნება“ მომზადებული იყო, როგორც პოლიტიკური ძალა, რომ რუსეთის ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა… თუმცა, გეგმები ჩაიშალა“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი თავდგირიძე

„ქართული ოცნება“ მომზადებული იყო, როგორც პოლიტიკური ძალა, რომ ს ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა… თუმცა, გეგმები ჩაიშალა“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი თავდგირიძე
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, გაისად, 24 თებერვალს 2 წელი გახდება, რაც რუსეთ–უკრაინის ომი დაიწყო. ვხედავთ, რომ ისე არ მიდის საქმე, როგორც რუსეთი გეგმავდა, ს რამდენიმე დღეში აღებას. თუმცა, არც ისეა, როგორც მერე ს ეგონა, როდესაც დასავლეთმა მას იარაღი და სოლიდური ფულადი დახმარება გაუწია, სერიოზული წინსვლა ჰქონდა მაშინ უკრაინის არმიას, დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა. ფაქტია, ომი ძალიან გაიწელა და რა არის ამის რეალური მიზეზი?
– მართალია, დასაწყისში ბევრი ფიქრობდა, ომი ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა. მოდით, თავიდან დავიწყოთ. პირველ რიგში, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. ფაქტობრივად, 10–12 წლის განმავლობაში რუსეთი ემზადებოდა იმპერიის აღდგენისთვის. იმპერიის აღდგენის მცდელობა რამდენჯერმე იყო რუსეთში, წინა ორი მცდელობა კრახით დასრულდა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა რუსეთისა, მოეხდინა იმპერიის რეანიმირება. იმპერიალისტებისგან ყველაზე გონივრული ნაბიჯი ჩანდა, მოდით, ასე დავრქვათ, შუალედური საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეს მისცემდა რუსეთს, ეტაპობრივად მოეხდინა საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაცია რუსეთის იმპერიაში. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჯერაც არის ერთგვარი ნოსტალგია საბჭოთა კავშირისადმი, კვლავ რჩება მყარი ანტიდასავლური პროპაგანდისტული კლიშეები, კერძო საკუთრებისადმი გაუცხოება, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რომლებიც არაერთ ქვეყანაში გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე. ასევე, იდეოლოგია არაფერს ამბობდა იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მმართველი ფენა, რამაც ხალხს გაუჩინა იმის განცდა, რომ ნებისმიერ გლეხსა და მუშას შეეძლო კარიერის გაკეთება, საბჭოთა კავშირის მმართველ ელიტაში მოხვედრა, როგორც ეს ადრე იყო. ეს და ბევრი რამ სასურველ ნიადაგს ქმნიდა იმპერიის აღდგენის მომხრეებისთვის. თუმცა, ფაქტია, რუსეთში ხელისუფლება ოლიგარქებს უპყრიათ ხელთ, არავინ ფიქრობს ბიუჯეტიდან მოპარული ფულის, ქვეყნის მითვისებული ქონების ხალხისთვის გადანაწილებაზე, კერძო ქონების ნაციონალიზაციაზე, რაც ხალხს მოუგვარებს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. არც ხალხის წიაღიდან გამოსულ უბრალო, უპატრონო ადამიანებს უხსნიან გზას სახელისუფლებო ელიტისკენ. გამოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა იყო წმინდა პროპაგანდა, რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობა, რომელიც არც რუსებს, არც ამ იმპერიაში მოაზრებულ ხალხებს, სიკეთეს არ მოუტანდა. რუსეთის პოლიტიკური ელიტის ამბიციას ხელს აძლევდა ის ფაქტიც, რომ ნატო–ს ბლოკი შედარებით დასუსტებული იყო ცივი ომის მერე, ნატო–ს წევრმა ბევრმა ქვეყანამ შეამცირა სამხედრო და დაზვერვის ხარჯები, მათ შორის, სამხედრო წარმოება. აღარ მიმდინარეობდა იდეოლოგიური ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით, „გადატვირთვის პოლიტიკაც“ დაიწყო, სურდათ რუსეთის ჩათრევა თანამშრომლობაში, მისთვის ხელშეწყობა, რომ დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყნად ექციათ. ყოფილი მტერი, პარტნიორად უნდოდათ გაეხადათ, თუმცა ამ გეგმამ ვერ იმუშავა. რუსეთმა ცალსახად აიღო გეზი იმპერიის აღდგენისაკენ. ამის ნაწილი იყო ის კონფლიქტები, რაც საქართველოსა და მოლდოვაში ხელოვნურად შეიქმნა, ეს იყო ამ ქვეყნებზე სამხედრო ზემოქმედების ბერკეტები. შუა აზიაშიც სერიოზული გავლენები ჰქონდა რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ყაზახეთში ტოკაევის ხელისუფლება რუსეთის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს დამხობას. რაც შეეხება სამხედრო მანქანას, რუსეთს სურდა შეექმნა ისეთი მოცემულობა, რომ ნატო–ს დაეწყო ომი რუსეთთან, საამისოდ ბევრი გააკეთა –პრიგოჟინის ტროლების და ფეიკების ფაბრიკა შექმნა, უცხოელი ექსპერტები მოისყიდა და იმას ლაპარაკობდნენ, რაც კრემლს სურდა, „გაზპრომი“ ევროპაში არა ერთ მედია-საშუალებას აფინანსებდა… იქმნებოდა საზოგადოებრივი აზრი, რომ რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროებში მოქმედებდა, ეს მისი ლეგიტიმური სამოქმედო ზონა იყო და დასავლეთი ცდილობდა, რუსეთის პროვოცირებას და ომში ჩათრევას. ეს მშვიდობის პროპაგანდა დღემდე არსებობს და მათ შორის საქართველოშიც. მოსახლეობას აშინებენ – ომი გინდათ? ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომ რუსეთი თუ არ გამოიწვიე, ის ომს არსად და არასდროს იწყებს. „ქართული ოცნება“ მომზადებული იყო როგორც პოლიტიკური ძალა, რომ ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა. ჩანდა პირდაპირ, რომ ამ გეგმის ნაწილი იყო, მისი მესიჯ–ბოქსები რუსული პროპაგანდის ნარატივებით იყო სავსე და უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა, თუ ამ მხრივ კიდევ არსებობდა.
– თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, იქამდე მივდივართ, რომ რუსეთი რომელიმე ქვეყანაში უნდა შეჭრილიყო. მთელი რუსული პროპაგანდა ამაზე იყო აგებული და სამხედრო მანქანაც საამისოდ მომართული?
– დიახ, დიახ და შეიჭრა კიდევ უკრაინაში. დაახლოებით ვიცით, მერე პირველი ნაბიჯი რაც იქნებოდა. უკრაინაში შეჭრასთან ერთად იქ გაჩნდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, იანუკოვიჩი და სავარაუდოდ, იმის მზადება იყო, რომ უკრაინის დაპყრობის მერე, რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი, ვითომ ნებაყოფლობითი ხელშეკრულების საფუძელზე, საბჭოთა კავშირს აღადგენდნენ. სწორედ ამ სამი ქვეყნის ინიციატივით დაიშალა 1991 წელს საბჭოთა კავშირი და ამას პროპაგანდისტულად, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩინებულად შეფუთავდნენ. რატომ მაინც და მაინც უკრაინა? უკრაინა რუსეთისთვის სახიფათოდ გადაიხარა დასავლეთისკენ, მოეწყო „მაიდანი“, რუსეთს ჩამოუგდეს იანუკოვიჩი და ახალი ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ომამდე დაიწყო, სრულ განადგურებას უქადდა რუსეთის აგენტურას უკრაინის ხელისუფლების სხვა და სხვა შტოებში და იმ უკრაინელ ოლიგარქებს, რომელნიც რუსეთზე იყვნენ მიბმულნი. გაჩნდა რეალური საფრთხე, რუსეთის უკრაინაში გავლენის სრული დაკარგვისა. 5 მილიარდი დოლარი იყო უკრაინაში ჩადებული, რომ ე.წ. წინა სამხედრო ოპერაცია წარმატებული ყოფილიყო, ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის მიმართ, მისი მომავალი სამხედრო გამარჯვების მიმართ დადებითად განეწყოთ, რუსეთის მიერ უკრაინის ანექსია გაემართლებინათ და პირველ რიგში, კოლაბორაციონისტ უკრაინელებს. ცხადია, თავიანთი ფუნქცია ადგილობრივ რუს მოსახლეობასაც ჰქონდა უკრაინელებთან ერთად, რომელიც ყვავილებით უნდა დახვედროდნენ რუს სამხედროებს უკრაინის ქალაქებში, როგორც ზელენსკისა და მისი „ნაცისტებისგან“ განმათავისუფლებლებს. ასევე, სამხედრო და სხვა ძალოვანი უწყებები და შემდგომში, ქალაქებისა და რაიონების მმართველები არ უნდა დამორჩილებოდნენ უკრაინის მთავრობას, პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვაში იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები და მის დაპატიმრებას ეცდებოდნენ, რაც უკრაინის კაპიტულაციას დააჩქარებდა. თუმცა, ეს ფული საქმეს არ მოხმარდა, შეჭამა უკრაინის პრორუსულმა კორუფციულმა ელიტამ და რაც ჩამოვთვალე, აქედან არაფერი გამოუვიდა რუსეთს. თვეები მუშაობდა პროპაგანდა, რომ უკრაინას „ნაცისტები“ მართავდნენ და მათგან უკრაინის გათავისუფლება რუსეთის მოვალეობა იყო. ომის პირველ პერიოდში დასავლეთი თვლიდა, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინაში წარმატებული იქნებოდა და მზად არ იყვნენ, რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ. კიევს აიღებდა თუ არა რუსეთი, გამოაცხადებდა საბჭოთა კავშირის აღდგენას, ფორმალური მხარე ცოტა ხნით გადაიწევდა. საქართველოს ხელისუფლება იტყოდა, რომ რუსეთი უკრაინამაც ვერ შეაკავა, დასავლეთმა მიატოვა უკრაინა და ორი არჩევანი გვრჩებოდა – ან მარტოს უნდა გაგვეწია წინააღმდეგობა რუსეთისთვის, ან აღდგენილ საბჭოთა კავშირში უნდა შევსულიყავით. 25 თებერვალს, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება ამის წინაპირობა იყო. ამის დასტური ისიც არის, რომ საქართველოში ომის დაწყებისთანავე, მოხდა საზოგადოებრივი მოღვაწეების, ექსპერტების მობილიზება, გაჩნდა სხვა და სხვა სახის მედიასაშუალებები, საზოგადოებრივი მოძრაობები, დაიწყო საზოგადოებრივი აზრის მომხადება, რომ რუსეთია საქართველოს გადამრჩენი, დასავლეთი ჩვენი მტერია და ეს იდეოლოგიური შლეიფი მიბმული იყო „ქართული ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკასთან. მეტიც, მათ ნაწილს ხელისუფლების წარმომადგენლები, მასთან მიბმული ბიზნესმენები აფინანსებდნენ და ბევრს დღესაც აფინანსებენ. რუსეთს ექნებოდა ხელსაყრელი პირობა, რომ საქართველოში დაემყარებინა თავისი გავლენა. ასევე იქნებოდა ყაზახეთი და სომხეთი და მიუხედავად თურქეთის ფაქტორისა, აზერბაიჯანიც შევიდოდა საბჭოთა კავშირში. საბოლოო ჯამში, რუსეთი აღადგენდა საბჭოთა კავშირს ძველი შემადგენლობით, ნატო–ს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით. ეს იყო დიდი გეგმა რუსეთისა. ბალტიისპირეთიც უკვე სათუო საკითხი გახდებოდა, რადგან რუსეთის შესაკავებლად ბალტიისპირეთში არსებული სამხედრო კონტინგენტი საკმარისი არ იქნებოდა და ნატო 3 წევრი ქვეყნის დასაცავად, იძულებული გახდებოდა, სამხედრო გზით ჩარეულიყო საქმეში და ეს უნდოდა რუსეთსაც, ნატო–ს დაეწყო მასთან ომი. ჰიბრიდული ომი ნატო–სა და რუსეთს შორის უკვე გარდაუვალი გახდებოდა და შესაძლოა, ცხელ ფაზაშიც გადასულიყო, ნატო–ს მე–5 მუხლი აემოქმედებინა. რუსეთს ეს უნდოდა. საბჭოთა კავშირის აღდგენით შეიკვრებოდა ძლიერი სამეულის ღერძი–საბჭოთა კავშირი, ირანი და ჩინეთი, სამი დიქტატორული სახელმწიფო და გახდებოდნენ დემოკრატიული ქვეყნების საპირწონენი. რუსეთს ეს გეგმები წყალში ჩაეყარა, უკრაინის ომმა ცივილიზებული მსოფლიო გააერთიანა და ჩინეთიც კი გაარკვეულწილად, განერიდა რუსეთს, ღია სამხედრო დახმარებას არ უწევს და ამ ომის სწრაფად დასრულების მომხრეა. ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სამხედრო დახმარება რომ დასჭირდა რუსეთს, აქედან უკვე ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება.

ასევე დაგაინტერესებთ