„ქართული ოცნება“ თბილისში სამთავრობო ქალაქის აშენებას გეგმავს

„ქართული ოცნება“ თბილისში სამთავრობო ქალაქის აშენებას გეგმავს.
4 აგვისტოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა, რომ უზრუნველყოს სამთავრობო ქალაქის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება).
სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2017 წელს გააჟღერა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ სამთავრობო ქალაქის აშენება ორთაჭალაში იგეგმებოდა, სადაც თავს მოიყრიდა პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა.
ამ დროისთვის ორთაჭალაშია ფინანსთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტრო და არაერთი საჯარო უწყება. ორთაჭალაში არის ასევე „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისი.
ვისთვის ან რისთვისაა საჭირო სამთავრობო ქალაქის მშენებლობა დედაქალაქში

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?