“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძეს წარადგენს

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ ს წარადგენს. უკვე მესამედ.
კახა კალაძე არის თბილისის მერი 2017 წლიდან. მიმდინარე წელს ის მერობის მეორე ვადას ასრულებს.
ორი დღის წინ, “ქართული იცნების” დეპუტატმა ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა მათ მეობის კანდიდატად არა კალაძე, არამედ სხვა ადამიანი დაასახელონ.
“არსებულ მერს აქვს სურვილი გამოხატული, რომ კიდევ ერთელ იყოს მერობის კანდიდატი, გუნდში ზოგადი განწყობაც [კალაძის მიმართ] გასაგებია, მაგრამ სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებას, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს”, – თქვა მახაშვილმა.
მახაშვილის განცხადება მწვავე განხლვის საგანი გახდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ვიღაცებმა არასწორად გაიგეს მისი ნათქვამი. იმავე დღეს, “ქართულმა ოცნებამ” ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა იმის მსგავსი პოსტი, რითაც კახა კალაძე მეორობის კანდიდატად წარადგინეს 2021 წელს.
ამავე თემაზე:
· შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების განხილვას — ლილუაშვილი