“ქართული ოცნება” ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ან “დიფ სთეითი” დაამარცხებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი თავს დააღწევს მას

“ქართული ოცნება” ევროპარლამენტის მიერ დიდი უმრავლესობით მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ევროპარლამენტარების მიერ კრიტიკული ტექსტის მხარდაჭერას “დიპ სტეიტის” ზეგავლენას მიაწერს.
“ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია”, – ვკითხულობთ “ქართული ოცნების” მიერ 13 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების გამოქვეყნებამდე ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც მოითხოვა “ქართული ოცნების” ლიდერებისა და მათთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესება, ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არასამართლიანად ცნო.
ამის პასუხად, “ქართული ოცნება” ევროკავშირს “დიპ სტეიტის” გავლენისადმი დაქვემდებარებაში ადანაშაულებს:
“როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც, მათი აზრით, მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა ჩატარდეს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით“. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გამოვიდნენ იმავე მოთხოვნით.
ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა – გამოხატავს ევროპარლამენტარების პოლიტიკურ პოზიციას.
კრიტიკული რეზოლუციის პარალელურად, ევროპარლამენტმა ჩააგდო გერმანელი და ბულგარელი პოლიტიკოსების რეზოლუცია, რომელშიც ისინი გმობდნენ “ევროკავშირის უარს, ცნოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია”.
ამ რეზოლუციის ავტორები იყვნენ ჰანს ნოიჰოფი, ალექსანდერ ზელი, პეტერ ბისტრონი და ტომაშ ფროელიხი პარტიიდან “ალტერნატივა გერმანიისთვის” და პეტარ ვოლგინი და სტანლისლავ სტოიანოვი ბულგარული პარტია “აღორძინებიდან”.
ოქტომბერში პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” წარადგინა რეზოლუცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გზებს განიხილავდა.