„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„შეხვედრაზე, მოსახლეობას „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა, ჩვენი გუნდის ძირითადი ღირებულებები და ფასეულობები გავაცანი.
მოსახლეობისგან, მოვისმინე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საჭიროებები და ერთად დავსახეთ მათი გადაჭრის გზები“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.