„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ნადარეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან განიხილა მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხები, ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გაეცნო ამომრჩეველი.
მოქალაქეებთან შეხვედრას, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე – ოთარ გრიგოლია, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი – ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები – ლევან აბაშიძე, ლევან არველაძე და თათია ჩახვაშვილი ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება