„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” დელეგატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი, ახალქალაქის სოფლების: მაჭატის, კორხის, თოთხამის, არაგვას, ხანდოს, ვარევანის, ალასტანის, გოკიოსა და ორჯას მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე, ამავე დროს ხაზი გაუსვა ქვეყანაში მშვიდობის არსებობის აუცილებლობას და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ.
„ჩვენი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ! , – განაცხადა სამველ მანუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

შალვა პაპუაშვილი – მუდმივი ომები თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, თუმცა საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, ვინ მართავს შენს ბედს – 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობაა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ხელში ავიღეთ