„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თიანეთში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი , თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვემო ნაქალაქარის, მაგრანეთის, არტანასა და ლიშოს მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.
„დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. შეაჯამეს სოფელში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
ხუნდაძის თქმით, “ქართული ოცნება” არის უპირობო გარანტი ქვეყნის სტაბილურად განვითარებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ