“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ხმალაძეებისა და ცენტრალური უბნის მოსახლეობას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა სოფელში განხორციელებული პროექტები შეაჯამა.
„მიმდინარე წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალგაყვანილობის ქსელი. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აღნიშნული სამუშაოების შემდეგ დაიწყო.
დელეგატის თქმით, ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელში უკვე მოწესრიგებულია და მოსახლეობა, ამ ეტაპზე, საუბნო გზების მოწესრიგებას ითხოვს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს