„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის 2 მ/რ-ის, 34-ე კორპუსთან მოსახლეობას შეხვდა.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ადგილობრივებთან ერთად არსებული საჭიროებები განიხილა, ასევე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე.
„ჩემი დელეგატობის პირობებში, მოქალაქეებთან ღია და მეგობრული ურთიერთობა გარანტირებული იქნება. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება მათი აზრი და შეძლებისდაგვარად, ვეცდები მხარში ამოვუდგე მათ“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა