„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, ნუცუბიძის lll და IV პლატოს მოსახლეობასთან, ვაკის მაჟორიტარ -ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის გამგებელ – დავით კვინიკაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები.
მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ერთობლივი დისკუსიები გვეხმარება კარგად გავიგოთ მოსახლეობის მოთხოვნები და მოლოდინები, რომელიც უნდა გავამართლოთ. შეგახსენებთ, რომ ხუთ დღეში არჩევნებია და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დაუშვებელია პასიურობა. ჩვენი თითოეული ხმა გადამწყვეტია ამ ბრძოლაში ღირსეული გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ზუკა რურუამ.