„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონს გადასცემს

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის გამო. პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებას ავრცელებენ ტელეკომპანიები „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს“, – წერია ამ სამ ტელეარხზე გავრცელებულ განცხადებაში.
23 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაჰპირდა ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში.
26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია სა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ