“ქართული ოცნება” ახალ სკანდალში – რა ინფორმაციას ავრცელებს მედია

სანქცირებული პირი, რომლის გამოც საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა გაუქმდა, სავარაუდოდ, შს მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი ალექსანდრე დარახველიძეა – ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს. ბრიუსელმა სანქცირებული დარახველიძის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი თქვა.
გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ევროკავშირისა და საქართველოს შორის ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გაუქმდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი, საქართველოს დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა.
ალექსანდრე დარახველიძე სანქცირებულია ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩეხეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. ბალტიის ქვეყნებმა მას სავიზო, ხოლო ბრიტანეთმა ეკონომიკური შეზღუდვები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)