ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად – კობახიძე

„ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს.
26 მაისს სიტყვით გამოსვლაში პრემიერმა განაცხადა, რომ „საქართველოს უახლესმა ისტორიამ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტიაა“.
„ღმერთის მფარველობით და თითოეული ჩვენგანის შრომითა და ბრძოლით, ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ქართულ ოცნებას და შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტით, ღირსებით და ფასეულობებით დაიკავებს კუთვნილ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა მ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან გაიმეორა, რომ „დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს – მამულს, ენას და სარწმუნოებას“.
მანამდე მან განაცხადა, რომ გასული 34 წლის მანძილზე საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა, მათ შორის კი ჩამოთვალა „2004-12 წლებში ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა“ და ამავე პერიოდის „აგენტურის მმართველობა“.
ამასთან, პრეზიდენტი , – რომელმაც ცოტა ხნით ადრე ვრცელ სიტყვაში მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ანტიდასავლური შემობრუნება, – „ღალატში“ დაადანაშაულა.
პრემიერმა განაცხადა, რომ „საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას“, თუმცა დღეს „ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას“.
კვირას, 26 მაისს, დილის ათი საათიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები.
ახალწვეულებმა ფიცი დადეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მცხეთაში, სამთავროს ტაძართან, დიდგორის ველზე, გერგეტის სამებასთან, კაცხის სვეტთან და ბეთანიის მონასტერში.