ქართული მხარე მოთმინებითა და კეთილგანწყობით დაელოდება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას სხვა ძალების გავლენებისაგან

“ხალხის ძალის” წევრი, , ლიეტუვისა და ესტონეთის ნაბიჯზე, სანქციები დაუწესონ ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობის პასუხს, სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ორი ქვეყნის არამეგობრულ განწყობას მოთმინებით პასუხობს და შემხვედრ უარყოფით გადაწყვეტილებებს არ იღებს და იმედს იტოვებს, რომ მალე სახელმწიფოების ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
“საქართველოს მთავრობა ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების არამეგობრულ განწყობას მეგობრული მოთმინებით პასუხობს და მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისათვის სანქციები დააწესეს, ქართული მხარე შემხვედრ უარყოფით გადაწყვეტილებას არ იღებს.
კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, მაგრამ ის პატივს სცემს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის და საჭირო ზომებს არ მიიღებს.
ქართული მხარე მოთმინებითა და კეთილგანწყობით დაელოდება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას სხვა ძალების გავლენებისაგან, მათ შორის ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც და იმედს იტოვებს, რომ მალე ამ სახელმწიფოებსა და ჩვენ შორის ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება.” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია