„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კიდევ ერთი თანაავტორი შეემატა. ამის შესახებ -ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.
კერძოდ, კანონპროექტს H.R. 243, რომელიც მიზნად ისახავს “აეკრძალოს შეერთებულ შტატებს ს ან ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს” და რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” – კიდევ ერთ თანაავტორად (თანასპონსორად) კონგრესმენი ჯიმი პანეტა (დემოკრატიული პარტია) შეემატა.
ცნობისთვის, “ქართული კოშმარის” არაღიარების აქტი კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – 9 იანვარს იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ.
ამ მომენტისთვის კანონპროექტს 6 თანაავტორი ჰყავს: დემოკრატები სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, ემანუელ კლივერი და ჯიმი პანეტა, და რესპუბლიკელები მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა