ქართული კომპანიები ცდილობენ, რუსეთში ღვინის წლიური ექსპორტის 80-90% მაისამდე გაიტანონ – “ასკანელი”

ღვინის მწარმოებელი კომპანია “ასკანელის” დირექტორი თვლის, რომ ს მიერ ღვინის იმპორტზე გადასახადს ზრდა ქართველი მეღვინეებისთვის მოულოდნელი არ არის და დარგს უფრო მძიმე გადაწყვეტილებებიც ახსოვს. ამის შესახებ ირაკლი უგლავამ გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია”, NATO-ს ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესებას ითხოვს. რუსი მეღვინეები თავიანთ ხელისუფლებას რუსეთში გასულ ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვასაც ითხოვენ.