ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
ს ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.70%-ით გაიზარდა, ერთი აქციის ღირებულება 47.55 გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგია.
ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 4.38%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 33.40 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.84 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 1.00%-ითაა გაზრდილი. ერთი აქციის ფასი 12.12 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 564.81 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” კომპანიის აქციების ფასი 4.28%-ით გაიზარდა, ხოლო “თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ფასმა 7.74%-ით მოიმატა, “საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი კი 13.27%-ითაა გაზრდილი.
წყარო: Galt & Taggart