ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს.
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.22%-ით გაიზარდა და ახლა ერთი აქციის ღირებულება 45.55 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.24 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.49%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 30.70 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.69 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 3.84%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 11.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 554 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 1%-ით გაიზარდა, ხოლო “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 0.49%-ითაა გაზრდილი, რაც შეეხება, “საქართველოს კაპიტალის” კაპიტალიზაციის ბოლო 6 თვის მონაცემს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7.21%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart
