ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მათი აქციების ფასის ცვლილება გასულ კვირას ასეთია:
ს ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.09%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.50 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.28 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.80%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 31.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.71 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება “საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 5.97%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 12.42 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 578 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება, კომპანიების ბაზარო კაპიტალიზაციის დინამიკას ბოლო 6 თვის ჭრილში, “საქართველოს ბანკის ჯგუფის” ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 13.55%-ით გაიზარდა, “თიბისი ბანკის ჯგუფის” კაპიტალიზაცია 17.58%-ითაა გაზრდილი, ხოლო საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია 20.82%-ითაა მომატებული.
წყარო: Galt & Taggart