ქართული კომპანიებიდან ლონდონის ბირჟაზე ყველაზე დიდი მოცულობით Georgia Capital-ის აქციები გაიყიდა

Galt&Taggart-ის გასული კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ყველას აქციების ფასები გაზრდილია.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 41.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.91% წინა კვირასთან შედარებით და +4.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 221 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.40 – 41.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.50% წინა კვირასთან შედარებით და -0.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 260 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.30 – 27.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.00% წინა კვირასთან შედარებით და +8.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.94 – 10.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”