კონფერენციის ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში თბილისური “იბერიისა” და “სპაერის” მეტოქეები ცნობილია. ასევე ვიცით ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილას” მოწინააღმდეგები, თუ ისინი პირველ რაუნდს დაძლევენ.
ქუთაისელები შიმკენტის “ორდაბასის” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კვიპროსულ ნიქოზიის “ომონიას” შეხვდებიან. მოგეხსენებათ, “ომონიამ” “ტორპედო” ევროთასებიდან შარშან გამოაგდო. რაც შეეხება გორის “დილას”, თუ ლუქსემბურგის “რასინგს” ორი მატჩის ჯამში მოუგებენ, მეორე რაუნდში “რიგას” დაუპირისპირდებიან. ლატვიის დედაქალაქის საფეხბურთო კლუბი ამ მომენტში თავისი ქვეყნის ჩემპიონატში 22 ტურის შემდეგ პირველზეა და ლაშა ოდიშარიას RFS-ს სამი ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ “იბერია” კონფერენციის ლიგის შესარჩევის ამავე ეტაპზე ესტონეთის ჩემპიონ “ლევადიას” შეხვდება, ხოლო საქართველოს თასის ჩემპიონ “სპაერს” ვენის “აუსტრიას” სახით მძლავრი მეტოქე ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ თუ ოთხივე ქართული გუნდი მოხვდა ევროთასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაშინ ისინი თავიანთ თამაშებს 24 და 31 ივლისს ჩაატარებენ, ხოლო განმეორებით შეხვედრას ყველა ქართული კლუბი შინ გამართავს. მიუხედავად ამ ერთი შეხედვით სასარგებლო ნიუანსისა, მარტივი შეხვედრები არცერთ ქართულ გუნდს არ ელის. ვიმედოვნებთ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ!
· გიგო პაპა ვენის აუსტრიას კი იოლად გადავურბენთ, აი დანარჩენების კი რა მოგახსენოთ, ძალიან მრისხანე და ტიტულოვანი გუნდები შეგვხვდებიან.))
რა გეგმა აქვს შუსტერს? – დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
ეროვნული ლიგა. I ტური. “დილა” – “გარეჯი” [LIVE]
[VIDEO] 4:3 – “ტორპედომ” “ორდაბასის” მაგარი თამაში შემოუტრიალა!
ყოჩაღ – “დილამაც” შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
“ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით” – რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
ახალი ქართული კლუბი “სპაერი”, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა
მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
ეროვნული ლიგა. V ტური. “დინამო” (ბთ) – “ტორპედო” [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. “დილა” – “თელავი” [LIVE]
“ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან” – “იბერიას” მწვრთნელმა “მალმიოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
საქართველოთი მოხიბლული მაიდა – გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი “ტორპედოში” გადავიდა [PHOTOS]
“ტორპედომ” გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა
ცნობილია ვის შეხვდება კონფერენს ლიგის პლეი-ოფში “იბერია”, თუ “ბასაქშეჰირის” ბარიერს დაძლევს
მამაცაშვილი “იბერიადან” შვედურ გუნდში გადავიდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
“სპაერის” სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
